
გლდანში, მეშვიდე მიკრორაიონში, ავტომობილში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი ამბობს, იგი 30 წლის იყო და ამავე მიკრორაიონში ცხოვრობდა.
“საშინელი ვითარება იყო, ქალის განწირული ხმა ისმოდა გლდანის მეშვიდე მიკროში, აშკარა იყო, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალა. სასწრაფო და პოლიცია მოსული იყო. ბევრი ხალხიც ირეოდა, როგორც გავარკვიე, ახალგაზრდა ძმას უნახავს მანქანაში გარდაცვლილი. მეშვიდე მიკროში ცხოვრობდაო, სახლთან ახლოს არის ნაპოვნი. გარდაცვალების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ბევრი ხალხი ირეოდა და ახლოს ვერ მივედი. მგონი, ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ალბათ გაარკვევენ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი”, – ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
“კვირის პალიტრა”