
მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. თვითმხილველები წერენ, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.