
ირანში, ისპაჰანის პროვინციის ქალაქ ნატანცში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 10:23 საათზე, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ახლოს ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდის (ML) სიდიდით განისაზღვრა.
მეორე მიწისძვრის სიმძლავრე კი, 3.9 მაგნიტუდა იყო.