
სურამში, N4 საჯარო სკოლაში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან „მოზაიკა“ ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები უცნობია.