
მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა.
17 კილომეტრში იყო, სადაც მოსახლეობა 1,2 მილიონს Да, конечно.
ტაილანდის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
პეკინის მიწისძვრის სააგენტოს თქმით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდა იყო.
სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობების ფოტოები, თუმცა ოფიციალურად, ნგრევის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიანმაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა, მაგნიტუდით 6,4 მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, განმეორებით ბიძგები პირველი მიწისძვრიდან 12 წუთში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრს, როგორც პირველ შემთხვევაში, ქალაქი სიკაინი წარმოადგენდა.
BBC-ს ცნობით, დაკარგულად ათეულობით ადამიანი ითვლება. დანგრეულია გზები, შენობები, ტაძრები. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკსა და ჩინეთში.
მიანმარში მომხდარი 7.7. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, მეზობელ ტაილანდში, კერძოდ კი, ბანგკოკში 43-სართულიანი მშენებარე კონსტრუქცია ჩამოინგრა. შვიდმა მუშამ ნანგრევებიდან თავის დაღწევა შეძლო, ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 40-ზე მეტი ადამიანი.
როგორც „ბიბისი“ წერს, მიანმარში მალევე მოხდა განმეორებითი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2021 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მედიასაშუალებებს ძირითადად სახელმწიფო აკონტროლებს და შეზღუდულია ინტერნეტის გამოყენებაც, გათიშულია საკომუნიკაციო ხაზები.