2024 წლის სექტემბრის 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 185 242 მსესხებელს უფიქსირდებოდა, კონტრაქტების რაოდენობამ კი 359 302-ს შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 163 010 159 ლარი შეადგინა.
მსგავსი ტიპის ისტორიებს ხშირად გვწერენ. იმ ათეულობით შეტყობინებას, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, ერთი საერთო კითხვა აქვს – როგორ გამოვასწორო ჩემი საბანკო ისტორია?
“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს.
როგორც აღმოჩნდა, ტერმინი “შავი სია” საბანკო საქმეში არც არასდროს არსებობდა, მას ნეგატიური და პოზიტიური ჩანაწერის სახელით მოიხსენიებენ.
როგორც გიორგი ამბობს, ნეგატიური ჩანაწერი განაჩენი სულაც არაა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სესხს ვერასდროს მიიღებთ.
სესხის გასაცემად, გარდა კრედიტ ინფო საქართველოს ბაზის მონაცემებისა, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ შორის, ძირითადი შემოსავალი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბანკი რისკს დაინახავს თქვენს ისტორიაში, ის რამდენიმე ბერკეტს გამოიყენებს, მაგალითად, მაღალ საპროცენტო განაკვეთს, მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფასა და თანამსესხებელს.