ქმარმა ცოლის დაწვა სცადა, შემთხვევა თიანეთში სოფელ ახალსოფელში მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.