რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ძალას უსარგებლო ამბებზე ნუ დახარჯავთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეთ. კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზრდება.
კურო
თუ რომელიმე თემის განხილვა არ გსურთ, ამის შესახებ პირდაპირ თქვით და უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდებით. ეცადეთ საინტერესო და პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ რაღაც ახალი ისწავლოთ. ერიდეთ უფროსობასთან ურთიერთობის გარკვევას და ვინმეზე დამოკიდებული ნუ იქნებით. ხელსაყრელი დღეა სარისკო საქმიანობებისთვის.
ტყუპები
ამ დღეს ერთგული და თავდადებული ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ადამიანი თქვენს ახალ ნაცნობებს შორის გამოჩნდეს. ყურადღებით მოუსმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს და რჩევა უფროს, გამოცდილ თანამებრძოლებს სთხოვეთ. ფრთხილად იყავით – ნერვული სისტემის დაძაბვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი სიახლე თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ გირჩევთ, სახლიდან გარეთ გახვიდეთ, ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. შესაძლოა, პერსპექტიული და ფინანსურად მოგებიანი წინადადება მიიღოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეთავაზება აუცილებლად უნდა მიიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
ლომი
თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ყურადღების მოკრეფა და მუშაობის დაწყება გიჭირთ. ამ დღეს მძიმე და შრომატევადი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. გაატარეთ საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს და მოგატყუოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით.
ქალწული
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას შეგძენთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. შესაძლოა, საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე გაიგოთ. ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ, რათა მომავალში არ ინანოთ. უმჯობესია, სამსახურში მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, სამსახურის გარეთ კი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხეთ, რომლებსაც ენდობით.
სასწორი
რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.
მორიელი
ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. დროა, შემოსავლის ახალი წყაროები მოიძიოთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება – შესაძლოა, ბიზნესპარტნიორები და მოკავშირეები იპოვოთ. უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება.
მშვილდოსანი
პიროვნული და დიპლომატიური თვისებები ადამიანების მოხიბვლასა და სასურველი შედეგის მიღებაში გეხმარებათ – გარშემომყოფები უარს არაფერზე გეუბნებიან. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელი შეიძლება ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. სამსახურში შეგიძლიათ მენეჯმენტს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ.
თხის რქა
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში წარსულის პრობლემები ისევ გაჩნდეს. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ თავშეკავება გამოიჩინოთ, საკუთარი შეცდომები აღიაროთ და ძველი პრობლემის მოგვარება სცადოთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც დღეს გეტყვიან და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ.
მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, თავში საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელსაც მალე განახორციელებთ. მშვენიერი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის. ზამთარი მოახლოვდა და დროა, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ.
თევზები
სიახლემ, რომელსაც დღეს მიიღებეთ, შესაძლოა გაგაკვირვოთ ან გაგაღიზიანოთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. პატივი ეცით თანამოსაუბრის აზრს და ნუ ეცდებით საკუთარი შეხედულებები თავზე მოახვიოთ. ეცადეთ, რეალისტური მოლოდინი გქონდეთ, რომ იმედგაცრუება არ განიცადოთ.