ბლოგერი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“შვილი გარდაეცვალა ემიგრანტ დედას
შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე უბრალოდ სუნთქავენ… ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა თამო ყველაშვილი.
ღმერთო გამძლეობა მიეცი თამოს
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს “ემიგრანტ დედას” იტალიაში თამო ყველაშვილს” შვილის ლევან ლოხიშვილის გარდაცვალების გამო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული სიტყვები უძლურია დავმუნჯდი ტკივილს, რომელსაც სახელი არა აქვს…
ლეო, ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ემიგრანტი დედის… ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა”, – წერს შოთო სიხარულიძე.