
წალენჯიხის N:3 და ობუჯის N:1 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ადონია მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოლეგები, მოსწავლეები და მეგობრები ავრცელებენ.
ახალგაზრდა პედაგოგს დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.
ჩემო ლამაზო, ძალიან თბილო და ტკბილო მარინე მას, საოცარი ბუნებით, ადამიანობით და სულიერებით ყველასგან გამორჩეულო, არ ვიცი რა ვთქვა, დამამუნჯეთ, ძალიან მენანებით და მენატრებით.
„ყოველთვის მასწავლებელზე მეტი იყავით ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩემს გულს და გონებას მალამოდ ედებოდა, საოცარი აურა გქონდათ…
უდიდესი მოწიწება და პატივისცემა ჩემგან თქვენ, ყოველთვის მეყვარებით და მემახსოვრებით, თქვენი დავიწყება შეუძლებელია, თქვენ ჩვენი ისტორია ხართ!
უფალს ებარებოდეს თქვენი ლამაზი, კეთილი და უბოროტო სული“,- წერს მარიამ სარია.
„სითბოთი და სიყვარულით სავსე ქალბატონი, მისაბაძი და ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნება, რომელზეც ძნელია წარსულში საუბარი.
მარინე მას, მართლაც რომ საუკეთესო თვისებებით სავსე ადამიანი იყავით, რომელიც მუდამ სიკეთეს ასხივებდა და მისაბაძ ქალბატონად მესახებოდა.
თქვენი ამაგი ფასდაუდებელია, თქვენი სიყვარული, თქვენი სიკეთე, თქვენი პიროვნება დაუვიწყარი…
ძალიან ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. უსასრულოდ გცემთ პატივს, მიყვარხართ, მშვიდობით“,- წერს ლიზა კალანდია.