
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, კორპუსიდან ჩამოვარდნილი კაცი ადგილზევე დაიღუპა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმში რამდენიმე დღის წინ ასევე მაღალი სართულიდან წალი გადმოვარდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წყარო: „აჭარათაიმსი“