
ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 15 წლის ბიჭი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მოზარდი გზაში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე საქმე აღძრულია 276-ე მუხლით.