
ლანჩხუთში, ერთ-ერთ სოფელში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა თქმით, ბიჭი ქუჩაში მიმავალმა ძაღლმა დააფრთხო, რა დროსაც ის გზის სავალ ნაწილზე აღმოჩნდა და მოძრავ ავტომობილი დაეჯახა.
ავტომანქანის მძღოლმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა მოზარდს. თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წყარო: გურია ნიუსი
ფოტო: guria.tv