
შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
დღეს სახლში უნდა იმუშაოთ, დროა დაალაგოთ კარადებში არსებული ნივთები, რაც უკვე აღარ გამოდაგებათ, სასურველია, მიაწოდოთ ისინი, მათ, ვისაც დასჭირდებათ.
კურო
დღეს დაშვებული ნებისმიერი შეცდომა საჭიროებს დაუყოვნებლივ აღიარებას და მის გამოსწორებას. თუ ამას დროულად გააკეთებთ, დიდი ალბათობით ვერავინ შეამჩნევს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომას.
ტყუპი
როგორი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ გარშემო მყოფებთან, წვრილმანებზე გაღიზიანება არ არის მიზანშეწონილი და განწყობის უიმედოდ გაფუჭებაც.
კირჩხიბი
მეგობრის ან ნათესავის უსიამოვნო სიტყვებზე არ უნდა განაწყენდეთ, უკეთესი იქნება მასთან კომუნიკაციაზე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება, ან მისი დასრულება.
ლომი
თქვენი ამოცანაა დაუმტკიცოთ მეგობრებს და ოჯახს, რომ ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. ამიტომ მოიქეცით შესაბამისად.
ქალწული
მშვენიერი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, გარემოს შესაცვლელად. კარგი იქნება, მიიღოთ ახალი, ნათელი შთაბეჭდილებები და დაუვიწყარი მოგონებები.
სასწორი
საკუთარი თავისთვის დასახული მიზნისთვის იბრძოლეთ, წადით მისკენ, განურჩევლად გზაზე წარმოქმნილი დაბრკოლებებისა, რომლებიც დროდადრო წარმოიქმნება გზაზე.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, გამოავლინოთ ლიდერის როლი, თუნდაც ეს თქვენს ოჯახს ეხებოდეს. მოგიწევთ ორგანიზატორის უნარების დემონსტრირება, გაჭირვებაში მყოფის დახმარება და გადადებული საქმეების მოგვარება.
მშვილდოსანი
რაც უფრო ნაკლებად დაუკავშირდებით სხვებს, მით ნაკლებად მოიშლით ნერვებს: შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მარტომ, ეს დადებითად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.
თხის რქა
არ უნდა დახარჯოთ ენერგია, რომელსაც ვარსკვლავები მოგცემენ: თქვენ უნდა დაზოგოთ ძალა, რადგან უახლოეს მომავალში, მომდევნო კვირის დასაწყისში, მნიშვნელოვანი პროფესიული პროექტის განსახორციელებლად დაგჭირდებათ.
მერწყული
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ მინიშნებებს, რომლებიც სამყარომ გამოგიგზავნათ. კარგი იქნება ბუნებაში გასეირნება, პოზიტიური ენერგიით დამუხტვა.
თევზები
თუ ენერგიას ტყუილად არ გაფლანგავთ, მაშინ შეძლებთ არა მხოლოდ შეასრულოთ, არამედ გადააჭარბოთ ყველა დაგეგმილ – საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივ – გეგმებს.